Dec 6, 2010

ინტერნეტ გამოცემები




საქართველოში, დღეისათვის არსებული ინტერნეტ გამოცემებიდან განვიხილავ საინფორმაციო სააგენტო "პირველს," "ambebi.ge"-ს და "ghn.ge"-ს.

   საინფორმაციო სააგენტო "პირველი" ინფორმაციას აახლებს ყოველდღიურად. სააგენტოს ინტერნეტ საიტი დაყოფილია სხვადასხვა მიმართულებებად, როგორიცაა: პოლიტიკა, კონფლიქტები, თავდაცვა, სამართალი, საზოგადოება, ინტერვიუ, უცხოეთი და ა.შ. დღის განმავლობაში, საიტი მუდმივად ახლდება. ასე, რომ მკითხველს შეუძლია, დღის განმავლობაში სააგენტო "პირველი"-ს საშუალებით გაიგოს ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, ასევე, გაეცნოს პოლიტიკოსთა მოსაზრებებს და მათ ინტერვიუებს.

    კიდევ ერთი ინტერნეტ გამოცემაა "ambebi.ge," რომელიც საიტს ყოველდღიურად აახლებს.  საიტზე ძალიან ბევრი კატეგორიაა გამოყოფილი, თუმცა ამომწურავი ინფორმაციის მიღება კონკრეტულ საკითხზე ნაკლებადაა შესაძლებელი. საიტის მთავარი თემა, ისევე როგორც, ბოლო დროს ყველა დანარჩენი მედია საშუალების, Wikileaks-ი და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებია.

   საინფორმაციო სააგენტო "ghn.ge"-ზე ყველა მნიშვნელოვანი სიახლის ნახვაა შესაძლებელი. საიტი დაყოფილი შემდეგ კატეგორიებად:  ეკონომიკა, კონფლიქტები, პოლიტიკა, უცხოეთი, სამართალი, საზოგადოება და ა.შ. საიტი ახლდება მუდმივად და დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, ინფორმირებული იყოს ქვეყანაში მიმდინარე ყველა სიახლის შესახებ. ინტერნეტ გამოცემაში, ახალი ამბების გარდა, შეგვიძლია, გავეცნოთ ანალიტიკურ სტატიებსაც.

     ინტერნეტის ეპოქაში, ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტური მედია საშუალება სწორედ ინტერნეტ გამოცემებია. ვფიქრობ კარგი იქნება, თუ ბევრი ხარისხიანი ინტერნეტ გამოცემა იარსებებს და საზოგადოებას მიაწვდის ახალ ამბებს და, ამასთანავე შესთავაზებს ანალიტიკასაც.

   

No comments:

Post a Comment